ვაკო ყაზაიშვილის MLS-ის კვირის საუკეთესო ფეხბურთელია და ეს აღიარება ამერიკული ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა მიანიჭა.
ყაზაიშვილმა გასულ კვირაში ორი შეხვედრა ჩაატარა MLS-ის ეგიდით, ჯერ "ჰიუსტონთან", მერე ლოს ანჯელეს "გალაქსისთან" და 3 გოლითა და 1 საგოლე პასით გამოირჩა.
აქვე გეტყვით, რომ ვაკო კვირის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა და მისი ერთ-ერთი გოლი ("ჰიუსტონთან" გატანილი) კვირის ტოპ 10 ეპიზოდში მეორე ადგილზე გავიდა.