ფეხბურთი

14:55 | 2.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლიტოვჩენკო თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
უკრაინელი გოლკიპერი სერგეი ლიტოვჩენკო თბილისის "დინამოს" რიგებს შეუერთდა. ამ ინფორმაციას დედაქალაქური გუნდის პრესსამსახური ავრცელებს.

დინამოელთა ქომაგი 31 წლის მეკარეს კარგად იცნობს. სწორედ ლიტოვჩენკო იცავდა თბილისელთა კარს 2017 წლის სეზონში და გუნდის მაისურით 29 შეხვედრაც გამართა. "დინამოს" შემდეგ ლიტოვჩენკო აზერბაიჯანულ "ქიაფაზსა" და ოდესის "ჩერნომორეცში" ასპარეზობდა. ლიტოვჩენკომ გუნდთან კონტრაქტი 2020 წლის ბოლომდე გააფორმა და "დინამოში" 12 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
0.114931