ეგვიპტეში მიმდინარე აფრიკის ერთა თასის გათამაშების ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩში, სენეგალის ნაკრებმა კენიის ეროვნულ გუნდს 3:0 მოუგო. შეხვედრა კაიროში, „30 ივნისის“ სტადიონზე გაიმართა.
ანგარიში 63-ე წუთზე ისმაილა სარმა გახსნა. 71-ზე „ლივერპულის“ შემტევმა, სადიო მანემ, მეორე გოლი გაიტანა. კიდევ რამდენიმე წუთში მანემ ზუსტად დაარტყა თერთმეტმეტრიანი, დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
ამავე C ჯგუფში ალჟირის ნაკრებმა ტანზანია გაანადგურა (3:0) და 9 ქულით ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა. მეორეზე სენეგალია. ორივე შემდგომ ეტაპზე გავიდნენ.