საქართველომ მინკსში მიმდინარე ევროპული თამაშები ვერცხლის მედლით დაასრულა. ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში (130 კგ) ფინალში მარცხი განიცადა იაკობ ქაჯაიამ.
25 წლის ქართველი ფალავანი მასპინძელ კირილ ჰრიშჩანკას დაუპირისპირდა და მიუხედავად იმისა, რომ პირველი ქულა თავად მოიპოვა, შემდეგ ვერაფერს გახდა და 1:5 დამარცხდა.
ამრიგად, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ასპარეზობა 3 მედლით დაასრულა (2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო). მთლიანობაში კი საქართველოს დელეგაციამ მინსკში 30 მედალი მოიპოვა - 6 ოქრო, 10 ვერცხლი და 14 ბრინჯაო.