ფეხბურთი

17:10 | 30.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემმა" 22 წლის ფრანგში 63 მილიონი გადაიხადა

"ტოტენჰემმა" "ლიონის" 22 წლის ფრანგი ნახევარმცველი ტანგი ნდომბელე 63 მილიონ ევრო იყიდა, აღნიშნულ ინფორმაციას telefoot-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, ლონდონური კლუბის და 22 წლის ნახევარმცველი 5-წლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ.

ნდომბელეს გადაბირება, "ტოტენჰემის" მთავარ მწვრთნელს სურდა.

განვლილ სეზონში, ნდომბელემ ყველა ტურნირზე ერთად 48 შეხვედრა ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.

0.05864