სხვა

14:33 | 30.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ალახვერდოვის ვერცხლი ევროპულ თამაშებზე

ქართველი მოკრივე სახილ ალახვერდოვი (49 კგ.) ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე მეორე ევროპული თამაშების ვერცხლის მედალოსანი გახდა.

ალახვერდოვი ფინალში სომეხ არტურ ჰოვანისიანს გაეჯიბრა და 1:4 დამარცხდა, მანამდე კი, გერმანელი იბრაჰიმ ომარი, ბრიტანელი აჰმედი და იტალიელი სერა ერთნაირი ანგარიშით – 3:2 დაჯაბნა.
ამგვარად, მინსკში ქართული დელეგაციის მონაგარი 29 მედალი (6 ოქრო, 9 ვერცხლი, 14 ბრინჯაო) გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112773