29 ივნისს, თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულებს და პრიზიორებს შეხვდა.
ქართველი მოზარდები მნიშვნელოვანი საჭადრაკო ტურნირებისათვის ემზადებიან. შეხვედრას მოჭადრაკეების გარდა მათი მწვრთნელებიც და ჩემპიონატზე დელეგაციის ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ: დავით კოდუა, გიორგი მაჭარაშვილი, ნიკოლოზ მანაგაძე და ა.შ.
კადეტთა (08, 10, 12 წლამდე) მსოფლიო ჩემპიონატი - ვეიფანგი, ჩინეთი - 20.08.-02.09.2019
მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი (14, 16, 18 წლამდე) - მუმბაი, ინდოეთი - 01.10-13.10.2019
მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი 20 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის - ნიუ დელი, ინდოეთი - 14.10-26.10.2019
ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატი (08, 10, 12, 14, 16, 18 წლამდე) - ბრატისლავა, სლოვაკეთი - 01.08-11.08.2019
ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატის ყველა ქართველი მონაწილე ასპარეზობაზე ფედერაციის მიერ სპეციალურად ამ ღონისძიებებისათვის მომზადებულ მაისურებსა და კეპებში იასპარეზებს.