კილიან მბაპემ „პარი სენ ჟერმენს“ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი უთხრა. აღნიშნულ ინფორმაციას Marca ავრცელებს.
ფრანგი ფეხბურთელი არ მალავს, რომ პსჟ-დან წასვლა და კარიერის მადრიდის „რეალში“ გადასვლა უნდა. მიუხედავად ამისა, პარიზელები ამ ეტაპზე მის გაყიდვას არ აპირებენ, რადგან კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.
შეგახსენებთ, რომ პსჟ-მ მბაპე ორი წლის წინ „მონაკოდან“ შეიძინა და 87 მატჩში 60 გოლის გატანა მოახერხა.