მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე საქართველოს დელეგაციამ კიდევ ერთი მედალი გაინაღდა. კარატისტი გოგიტა არქანია (+84 კგ) ნახევარფინალში გავიდა და ბრინჯაოს მედალი ავტომატურად გაინაღდა.
ქართველმა B ჯგუფში მასპინძელ ალექსეი ვოდჩუსტს აჯობა, მერე კი ორ ბრძოლა ფრედ დაასრულა და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა, რაც ნახევარფინალისთვის საკმარისი იყო.
ნახევარფინალური შეხვედრა კი დღესვე გაიმართება, 18:00 საათიდან.