ფეხბურთი

22:21 | 28.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" და "ატლეტიკო" მოლაპარაკებების გადამწყვეტ ფაზაში არიან

კატალონიის „ბარსელონა“ და მადრიდის „ატლეტიკო“ ანტუან გრიზმანის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს მართავენ. ესპანური მედიის ცნობით, გასულ კვირაში მხარეები ერთმანეთს შეხვდნენ და დეტალებზე ისაუბრეს.

გარიგების წარმატებით დახურვისთვის კი გადამწყვეტი მომდევნო კვირა იქნება, როდესაც მხარეები კიდევ ერთხელ მიუსხდებიან მოლაპარაკებების მაგიდას.

საინტერესოა, რომ „ბარსას“ ნეიმარის დაბრუნებაც უნდა და ბრაზილიელი რომც დაიბრუოს, ეს გრიზმანის ტრანსფერს ხელს არ შეუშლის.

შეგახსენებთ, რომ ფრანგმა „ატლეტიკოდან“ წასვლა ერთი თვის წინ დააანონსა, მისი სატრანსფერო ღირებულება კი დაახლოებით 120 მილიონ ევროს შეადგენს.

0.11647