იტალიური „მილანის“ ხელმძღვანელობამ, მეკარე ჯანლუიჯი დონარუმას გაყიდვის საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო - გვამცნობს Football Italia. წყაროს მტკიცებით, „მილანი“ ეცდება 20 წლის მეკარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას გაყიდოს, რათა მაქსიმალური გამოსასყიდი მიიღოს მასში. დონარუმას კონტრაქტს ვადა 2021 წლის ზაფხულში ეწურება და როგორც ჩანს, მის გახანგრძლივებას არ აპირებს.
თავად დონარუმა წასვლას არ ჩქარობს, თუმცა წინააღმდეგი არ არის, „პარი სენ-ჟერმენს“ შეუერთდეს. პარიზული კლუბი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს „როსონერისთან.“
„მილანი“ დონარუმაში დაახლოებით 50 მილიონ ევროს ითხოვს.