„ვალენსიას“ ბრაზილიელი მეკარე, ნეტო, „ბარსელონას“ მოთამაშე გახდა. სატრანსფერო თანხამ 26 მილიონი ევრო შეადგინა, რომელიც ბონუსის ხარჯზე შეიძლება კიდევ 9 მილიონით გაიზარდოს. სამხრეთამერიკელმა კარის დარაჯმა, კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
bar
ნეტო „ვალენსიაში“ 2017 წელს გადავიდა „იუვენტუსიდან,“ 7 მილიონ ევროდ. ჯამში ვალენსიელთა შემადგენლობაში 29 წლის ნეტომ 80 მატჩი გამართა და 82 გოლი გაუშვა. 24 შეხვედრაში კარი „მშრალად“ შეინახა. მანამდე ის „ფიორენტინასა“ და „ატლეტიკო პარანაენსეს“ ღირსებას იცავდა. ბრაზილიის ნაკრების მაისურა კი ერთხელ მოურგია.