ფეხბურთი

16:51 | 27.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

მატიას ალმეიდა: "ვაკო დღეს შესანიშნავი იყო და ასეთ დონეზე თამაში შეუძლია"

„სან ხოსეს“ მთავარმა მწვრთნელმა მატიას ალმეიდამ ვაკო ყაზაიშვილის შესახებ ისაუბრა. მოგეხსენებათ, ქართველმა შემტევმა „ჰიუსტონ დინამოსთან“ შესანიშნავად ითამაშა და დუბლის გაფორმება მოახერხა - მატჩის გმირი გახდა და მისმა გუნდმა 2:0 გაიმარჯვა.

ნამატჩევს, ვაკოს გარჯით კმაყოფილი გახლდათ „სან ხოსეს“ არგენტინელი დამრიგებელი ალმეიდა.

„ვაკო სეზონის დასაწყისშიც კარგად თამაშობდა, მაგრამ მიმაჩნდა, სხვა ფეხბურთელები მასზე უკეთეს ფორმაში იყვნენ. თუმცა, ვაკომ დღეს იმ დონეზე ითამაშა, რასაც მისგან ვითხოვ. მან ამ საღამოს შესანიშნავი თამაში ჩაატარა და მთლიანობაშიც კარგად ითამაშა. მინდა, მან არამხოლოდ ბურთით ითამაშოს, არამედ უბურთოდ, დაეხმაროს თანაგუნდელებს დაცვითი ფაზის დროს. მას ეს შეუძლია და დღეს დაამტკიცა, რომ ასეა“, - თქვა ალმეიდამ.

შეგახსენებთ, ყაზაიშვილმა უკანასკნელ სამ მატჩში 5 გოლი გაიტანა და ორჯრ დუბლის გაფორმებაც მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112617