მერაბ გიგაური „გაბალას“ ფეხბურთელია. აზერბაიჯანული გუნდის ვებგვერდმა ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა და მხარეებს შორის 1-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
გიგაური „ტორპედოს“ რიგებში 2010-2014 და 2017-2019 წლებში თამაშობდა. სხვადასხვა დროს კი „იაგელონიას“, „მეტალურგის“, „ცხინვალის“, „კოლხეთისა“ და „რუსთავის“ ღირსებაც დაუცავს.