ფეხბურთი

1:45 | 27.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

გლები: "რონალდინიო და დეკუ "ბარსელონას" ვარჯიშზე მთვრალები მოვიდნენ"

ვეტერანი ბელარუსი ფეხბურთელი ალექსანდრ გლები „ბარსელონაში“ გატარებულ პერიოდს იხსენებს და აღნიშნა, რომ რონალდინიო და დეკუ გუნდიდან ვარჯიშზე არაფხიზელ ვითარებაში მისვლის გამო გაუშვეს.

„რონალდინიო და დეკუ ერთ-ერთ ვარჯიშებზე მთვრალები მივიდნენ. სწორედ ამიტომ გაყიდეს 2008 წელს. გარდა ამისა, მიზეზი ლიონელ მესი იყო, რადგან „ბარსელონაში“ ეშინოდათ, რომ მის ჩრდილში მოექცეოდნენ.

გულწრფელად რომ გითხრათ, „ბარსელონაში“ წასვლა არ მინდოდა. ჩემი სურვილი იყო „ბაიერნში“ გადასვლა ან „არსენალში“ დარჩენა, მაგრამ აგენტმა დამარწმუნა, რომ უნდა წავსულიყავი, რადგან გვარდიოლას უნდოდა ჩემი დამატება“, - თქვა გლებმა.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრ გლები „ბარსელონას“ ღირსებას 2008-2012 წლებში იცავდა.

0.114803