საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტის თომას ბახის განცხადებით, 2026 წელს მილანსა და კორტინ დ'ამპეცოში ჩასატარებელი ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის IOC 925 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს.
"მილანსა და კორტინა დ'ამპეცოში 2026 წლის ზამთრის ოლიმპიურითამაშების წარმატებით ჩასატარებლად IOC 925 მილიონ დოლარსგამოყოფს", - განაცხადა თომას ბახმა.
იტალიის მილანისა და კორტინა დ'ამპეცოს ერთობლივმა განაცხადმა ლოზანაში გამართულ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სესიაზე 47 ხმით XXV ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის უფლება მოიპოვა.
www.geonoc.org.ge