სხვა

21:17 | 26.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ყაველაშვილი და ქერდიკაშვილი ფინალში იასპარეზებენ

ზაზა ნადირაძის მსგავსად, მეორე ევროპული თამაშების ფინალში დანარჩენმა ქართველმა ნიჩბოსნებმა ბადრი ყაველაშვილმა და მარიამ ქარდიკაშვილმაც გააღწიეს.

ყაველაშვილმა კაიაკით 200 მეტრზე შეჯიბრის ნახევარფინალში 35.118 წამი დააფიქსირა და თავის ჯგუფში მე-4 შედეგი აჩვენა. შედეგად, ბადრი მცირე ფინალში (B ჯგუფი) გავიდა და მომდევნო გაცურვა ხვალ, 27 ივნისს ელის.

წარმატებას მიაღწია ქერდიკაშვილმაც კანოეთი 200 მეტრზე შეჯიბრში. საკვალიფიკაციო რაუნდის 6 საუკეთესო ნიჩბოსანი ფინალში პირდაპირ გავიდა, რომელთაც ნახევარფინალის 3 საუკეთესო შეუერთდა.

მარიამის მაჩვენებელი 52.392 წამი გახლდათ და მან ნახევარფინალში მე-3 საფეხური დაიკავა. საუკეთესო 9 გოგონა ერთმანეთს 27 ივნისს შეერკინება.

0.138638