ალბათ, ხშირად გსმენიათ გამოთქმა - „ქალი ვიცი სამზრეულოში“. ჰოდა, სწორედ ამას გამოეხმაურა იტალიის ქალთა ნაკრების ფეხბურთელი ბარბარა ბონანსეა, რომელმაც ინსტაგრამში დაწერა, რომ ისინი მოედანზე უკეთესები არიან, ვიდრე სამზარეულოში.
„კიდევ უფრო ძლიერები, ჩვენ ყველას წინააღმდეგ ვართ, რადგან ალბათ ახლა თქვენც გჯერათ ჩვენი, გჯერათ, რომ მოედანზე უკეთესები ვართ, ვიდრე სამზარეულოში. ჩვენ მსოფლიოს 8 საუკეთესო გუნდში ვართ და არაფერს დავთმობთ“, - დაწერა ბონანსეამ.
აქვე გეტყვით, რომ საფრანგეთში ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. იტალიამ კი გუშინ ჩინეთი მერვედფინალში (2:0) დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა. „სკუადრა აძურა“ მორი შეხვედრას 29 ივნისს, ჰოლანდიასთან ჩაატარებს.