ნინო სალუქვაძემ მეორე ევროპულ თამაშებზე 25-მეტრიან დისტანციაზე გამოსვლა 25-ე ადგილზე დაამთავრა. ამ დისციპლინაში საკვალიფიკაციო ეტაპი გუშინ დაიწყო და ამ დილით დასრულდა.
სალუქვაძე პირველი დღის შემდეგ 282 ქულით 30-ე ადგილზე იყო, ამ დილით კი მონაგარს 287 დაუმატა, ჯამში 569 ქულა დააგროვა და 25-ზე გავიდა.
ამით ტყვიის მსროლელებმა უკვე დაამთავრეს მეორე ევროპულ თამაშებში გამოსვლა. შეგახსენებთ, რომ ჩვენმა ნაკრებმა მინსკში ერთი ბრინჯაო მოიპოვა - 50-მეტრიან დისტანციაზე შერეულ წყვილებში ნინო სალუქვაძე და მისი შვილი ცოტნე მაჭავარიანი მესამეზე გავიდნენ.