ფეხბურთი

1:25 | 26.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

სადიო მანე: "მზად ვარ ჩემპიონთა ლიგის თასი აფრიკის თასზე გავცვალო"

ინგლისური „ლივერპულის“ თავდამსხმელი სადიო მანე მზადაა „წითლებთან“ ერთად მოგებული ჩემპიონთა ლიგის თასი სენეგალის ნაკრებთან ერთად მოგებულ აფრიკის თასზე გაცვალოს.

მანეს განცხადებით, ეროვნულ ნაკრებთან ერთად კონტინენტის ჩემპიონობა მისი კარიერის მთავარი მიზანია.

„ლივერპულთან“ ერთად მოგებულ ჩემპიონთა ლიგას სიამოვნებით გავცვლიდი სენეგალთან ერთად აფრიკის თასის მოგებაზე. ვინაიდან ჩემი ქვეყნისთვის წარმატების მოტანა განსაკუთრებული მიღწევა იქნება, რადგან სენეგალს ეს ტურნირი არასდროს მოუგია.

დაკარში თასით ხელში დაბრუნება რაღაც საოცრება იქნება, ეს ჩემი ყველაზე გიჟური ოცნებაა“, - თქვა მანემ.

შეგახსენებთ, რომ სენეგალის ნაკრები ეგვიპტეში მიმდინარე აფრიკის თასზე C ჯგუფში ტანზანიასთან, ალჟირთან და კენიასთან ერთად თამაშობს. პირველ ტურში სენეგალელებმა ტანზანია 2:0 დაამარცხეს, ხოლო მეორე ტურში 27 ივნისს, ალჟირს დაუპირისპირდებიან.

0.115584