კალათბურთი

22:45 | 25.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნბა-მ სეზონის საუკეთესოები გამოავლინა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციი 2018/19 წლის ნომინაციებში გამარჯვებულები დაასახელა.

MVP-ის ტიტული იანის ადეტოკუმპომ მოიგო. წლის საუკეთესო მწვრთნელი "მილოუკის" თავკაცი მაიკ ბუდენხანცერი გახდა. საუკეთესო მცველად რუდი გობერი აღიარეს, რომელიც საშუალოდ 15.9 ქულას, 12 მოხსნას, 2 პასს, 2.3 დაფარებას და 1.1 ჩაჭრას აგროვებდა.

"დალასის" გამთამაშებელი ლუკა დონჩიჩი წლის საუკეთესო ახალწვეულია. სეზონის ყველაზე გაუმჯობესებული მოთამაშე" ტორონტოს" ფორვარდი პასკალ სიაკამია. საუკეთესო მეექვსე მოთამაშე "ფილადელფიას" უკანახაზელი ლუ უილიამსია.

0.147732