კალათბურთი

17:40 | 25.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ილიას ზუროსი ბერძნული “პერისტერის” მთავარი მწვრთნელი გახდა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი ამიერიდან ბერძნული „პერისტერის“ თავკაცი იქნება. როგორც საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვებგვერდი იტყობინება, ზუროსი აღნიშნულ სამსახურს საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან შეთანხმების შემდეგ დათანხმდა. ასე, რომ ნაკრების პარალელურად კლუბშიც იმუშავებს.

„პერისტერმა“ გასულ სეზონში საბერძნეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში ითამაშა და იქ „პანათინაიკოსთან“ დამარცხა. საბოლოოდ კი, სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა.

აღსანიშნავია, რომ ზუროსი ბერძნულ გუნდს 2010 წლის შემდეგ პირველად უხელმძღვანელებს. აქვე გეტყვით, რომ "პერისტერი" დამდეგ სეზონში საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს, რომელიც ფიბა-ს ორგანიზებულია და შესაბამისად, საქართველოს ნაკრებში მუშაობაში ზუროსს ხელი არ შეეშლება.

0.113495