ევროპის ძიუდოს კავშირმა გურამ თუშიშვილის პირადი მწვრთნელი ბათო ჯიქური ევროპის 2018 წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა.
ეს, ბელარუსის დედაქალაქ მინსკში გამართულ სპეციალურ გალა-დაჯილდოებაზე მოხდა და მის ამსახველ ფოტოებს საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ჯიქურის შეგირდმა თავი გუშინაც გამოიჩინა. მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა თუშიშვილმა მეორე ევროპულ თამაშებზე პირველობა არავის დაუთმო და ოქროს მედალი მოიპოვა.