სხვა

14:55 | 25.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფუტკარაძემ ერთი რაუნდი დასძლია

დღეს, ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე მეორე ევროპული თამაშებზე ძალები ქართველმა მშვილდოსანმა ციკო ფუტკარაძემ მოსინჯა.

ქართველმა სპორტსმენმა კვალიფიკაციაში 602 ქულა მოაგროვა და 48 მონაწილეს შორის 39-ე შედეგი დააფიქსირა. ამგვარად, ციკო პლეი-ოფში გავიდა, სადაც 26-ე პოზიციაზე მყოფ პოლონელ მარია სილვია ჟიჟანსკას 6:4 სძლია.
1/16-ფინალში ფუტკარაძის პირისპირ ერთ-ერთ ფავორიტად მიჩნეული რუსი ანა ბალსუკოვა (მე-7 კვალიფიკაციაში) დადგა, რომელმაც ჩვენებურს 6:0 მოუგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119682