იტალიის მილანისა და კორტინა დ'ამპეცოს ერთობლივმა განაცხადმა ლოზანაში გამართულ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სესიაზე 47 ხმით 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის უფლება მოიპოვა.
იტალიის ქალაქების გარდა, XXV ზამთრის ოლიმპიადისთვის იბრძოდა შვედეთის სტოკჰოლმისა და ორეს ერთობლივი განაცხადი, რომელმაც კენჭისყრაზე 34 ხმა დააგროვა. იტალიამ ასევე მიიღო 2026 წლის პარალიმპური თამაშების მასპინძლობის უფლება.
„ზამთრის სპორტის სახეობათა ტრადიციულ ქვეყანაში წარმატებული ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარებისიმედი უნდა გვქონდეს. იტალიელ ორგანიზატორთა და გულშემატკივართა გამოცდილება მსოფლიოსსაუკეთესო ათლეტებისთვის იდეალურ გარემოს შექმნის.
თამაშების ორგანიზატორთა შერჩევის ახალმა პროცესმა დაგვანახა ოლიმპიური დღის წესრიგი 2020-ისწარმატება. ჩვენ შევამცირეთ თამაშების ღირებულება და პროექტირების შემუშავების სირთულე. ყოველივემსაორგანიზაციო ბიუჯეტის შემცირებამდე და ასპარეზობათა ჩასატარებლად უკვე არსებული ან დროებითიადგილების გამოყენებამდე მიგვიყვანა," - განაცხადა IOC-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა.
აღსანიშნავია, რომ იტალიას ზამთრის ოლიმპიურ თამაშებისთვის აქამდე ორჯერ უმასპინძლია - 1956 წელს კორტინა დ'ამპეცოში და 2006 წელს ტურინში (1960 წელს ზაფხულის ოლიმპიური თამაშები რომში ჩატარდა).
www.geonoc.org.ge