სხვა

12:23 | 25.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლერი ხაბელოვი: “20 მედალი სამ დღეში – ეს ისტორიული მნიშვნელობის წარმატებაა”

როგორც უკვე ვიუწყებოდით, მეორე ევროპული თამაშების 4 დღის თავზე ქართულ დელეგაციას უკვე 20 მედალი (6 ოქრო, 5 ვერცხლი, 9 ბრინჯაო) აქვს, რაც ისტორიული შედეგია.

აღნიშნულთან დაკავშირებთ, მინსკიდან კომენტარი გააკეთა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა:
“24 ივნისის მონაცემებით, ჩვენმა სპორტსმენებმა ოქროს 6, ვერცხლის 5 და ბრინჯაოს 9 მედალი მოიპოვეს და დღეისათვის საერთო გუნდურ ჩათვლაში ევროპის 50 ქვეყანას შორის მესამე ადგილზე ვართ.
20 მედალი 3 დღეში – ეს არის მართლაც ისტორიული მნიშვნელობის წარმატება. ჩვენ უკვე საგრძნობლად გავაუმჯობესეთ წინა ევროპული თამაშების შედეგი, როგორც რიცხობრივად, ასევე – ხარისხობრივად. ბაქოში სულ 16 მედალი გვქონდა, მათ შორის კი მხოლოდ 2 მედალი იყო ოქროსი.
ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მინსკში კიდევ არაერთი მედალი შეგვემატება, მათ შორის – კრივში, კანოეში, კარატეში და სპორტის სხვა სახეობებში. 25 ივნისს თამაშებში ჩაებმებიან თავისუფალი სტილის მოჭიდავეები, 28 ივნისს დაიწყება ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.
ცხადია, ჩვენი მოჭიდავეებისგან ასევე ველით მედლებს. ჩვენი გუნდის სხვა წევრების წარმატება მათთვის დამატებითი მოტივაცია იქნება”.

0.126976