ძიუდო

20:33 | 24.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

თუშიშვილი ევროპული თამაშების ჩემპიონია!

ქართველი ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი (+100 კგ.) ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე მეორე ევროპული თამაშების ჩემპიონი გახდა. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ფინალში რუს ინალ ტასოევს შეერკინა და მართალია, ვაზარიზე დაეცა, ის მალევე იპონზე დაანარცხა.

შეგახსენებთ, რომ თუშიშვილმა ნახევარფინალში ჰოლანდიელი ჰენკ გროლი დააიპონა, მანამდე კი, ასევე იპონებით რუმინელ ვლადუტ სიმონესკუსა და პოლონელ მაჩიეი სარნაცკის მოუგო.

ამგვარად, მინსკში მყოფ ქართულ დელეგაციას უკვე 19 მედალი (6 ოქრო, 4 ვერცხლი, 9 ბრინჯაო) მოუგროვდა და გუნდურ ჩათვლაში მხოლოდ რუსეთსა და ბელარუსს ჩამორჩება.

0.129429