ფეხბურთი

17:57 | 24.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

"სან სიროს" დემონტაჟი გადაწყდა

ლეგენდარული სტადიონი „სან სირო“ უახლოეს მომავალში აღარ იარსებებს და მის ნაცვლად მილანური კლუბები, „მილანი“ და „ინტერი“ ახალ არენას ააგებენ. ამის შესახებ იტალიურ მედიას „როსონერის“ პრეზიდენტი პაოლო სკარონიმ განუცხადა.

„ახალ „სან სიროს“ ძველის ადგილზე, იმავე სივრცეში ავაშანებთ. ძველი დაინგრევა და მის ადგილას ახალი კონსტრუქცია იქნება. „მილანი“ და „ინტერი“ სტადიონს ერთად ააშენებენ? ცხადია“, - თქვა სკარონიმ.

ჯერჯერობით უცნობია, როდის იგეგმება ძველი „სან სიროს“ დემონტაჟი, თუმცა იტალიური მედიის ცნობით, 2026 წლამდე სამუშაოები არ დაიწყება.

0.103685