ფეხბურთი

1:38 | 24.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ჩემპიონატი U21: გერმანია ნახევარფინალშია, დანიას ერთი გოლი დააკლდა

ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატზე ესპანეთს გერმანია შეუერთდა და ნახევარფინალში გავიდა. ცნობისთვის, თავიდანვე გეტყვით, რომ ორი წლის წინ სწორედ ეს გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ფინალში - მოკლედ ფინალისტები აგრძელებენ ჩემპიონობისთვის ბრძოლას.

გერმანიას საწყის ორ ტურში ქულათა მაქსიმუმი ჰქონდა მოპოვებული და ამიტომ ავსტრიასთან ფრე მისთვის დიდი ვერაფერი დანაკლისი გამოდგა. ვალდშმიდტის გოლს პირველივე ტაიმში კევინ დანსომ უპასუხა და მეორე ნახევარში არაფერი შეცვლილა.

პარალელურად, ტურნირის უსუტესი გუნდი (შედეგები ამას ცხადყოფენ) სერბეთი დანიასთან 0:2 დამარცხდა. სკანდინავიელთათვის ამ მატჩს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან სამბურთიანი სხვაობით გამარჯვება გუნდს ნახევარფინალში გასვლის შანსს, როგორც საუკეთესო მეორეადგილოსანი, დაუტოვებდა, მაგრამ დანიამ მიზანს ვერ მიაღწია. არადა, 51-ე წუთზე უკვე 2:0 იყო ანგარიში და დარჩენი დროში მცდელობის მიუხედავად დანიის 21 წლამდე ნაკრებმა ის გოლი ვერ გაიტანა, რომელიც ბრძოლაში დატოვებდა.

გერმანია პირველ ადგილზე გავიდა, დანია მეორეზე, ავსტრია მესამეზე, ხოლო სერბეთი უქულოდ მეოთხეზე. დანიას A ჯგუფის მეორეადგილოსან იტალიის მსგავსად 6 ქულა გააჩნია, მაგრამ აპენინელებს ბურთების უკეთესი ბალანსი აქვთ და ამიტომაც, დანიამ ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა. იტალია კი ამ შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს და ახლა C ჯგუფის საბოლოო შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

ავსტრია - გერმანია 1:1 (1:1)

გოლები: 0:1 ვალდშმიდტი (14), 1:1 დანსო (24, პენ)

დანია - სერბეთი 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 ლარსენი (21), 2:0 რასმუსენი (51)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.185326