სხვა

22:55 | 23.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

მედლების წვიმა ევროპული თამაშებიდან: 16 მედალი და გუნდური მესამე ადგილი!

საქართველოს დელეგაციის აქტივში მინსკის ევროპულ თამაშებში უკვე 16 მედალია! ქართველი სპორტსმენების მიერ მოპოვებულ 10 მედალს დღეს კიდევ 6 შეემატა და აქედან ორი უმაღლესი სინჯის, ოქროს მედალი.

განსაკუთრებით ტრიუმფალური გამოდგა სამბოს ტურნირი, სადაც საქართველო 14 სპორსტმენით იყო წარმოდგენილი და 11 მედალი მოიპოვა. ამის ფონზე ლოგიკურია, რომ სამბოს შეჯიბრი საქართველოს ჰიმნით დაიხურა.

100 კგ წონით კატეგორიის ფინალში ბექა ბერძენიშვილი მასპინძელ, ოთხგზის მსოფლიოს ჩემპიონ იური რიბაკს დაუპირისპირდა და ძალიან ადვილად ორ წუთში 8:0 დაამარცხა.

აქვე გეტყვით, რომ სამბისტთა მონაგარი ასეთია: 4 ოქრო, 3 ვერცხლი, 4 ბრინჯაო

ოქროს მედალი - ბექა ბერძენიშვილი, ლევან ნახუცრიშვილი, დავით ლორიაშვილი, ვახტანგ ჩიდრაშვილი

ვერცხლის მედალი - მინდია ლილუაშვილი, ელენე ქებაძე, ნინო ოძელაშვილი

ბრინჯაოს მედალი - ბესარიონ ბერულავა, გივი ნადარეიშვილი, გენადი ჩირგაძე, პაატა ჭვინიაშვილი

გარდა ამისა, საქართველოს ყულაბას 5 მედალი ძიუდოისტებმაც შემატეს: 1 ოქრო, 4 ბრინჯაო.

ოქროს მედალი - ლუხუმ ჩხვიმიანი

ბრინჯაოს მედალი - ლუკა მაისურაძე, ამირან პაპინაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებს ამ დროისთვის ჯამში 16 მედალი აქვს მოპოვებული (5 ოქრო, 3 ვერცხლი, 8 ბრინჯაო) და გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე იმყოფება.

0.116008