საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე მორიგი ოქროს მედალი მოიპოვა.
ფინალში ლევან ნახუცრიშვილი რუს სტანისლავ სკრიაბინს დაუპირისპირდა, რომელიც მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი გახლავთ. მიუხედავად ამისა, ლევანმა შესანიშნავად იჭიდავა და მეტოქეს 5:1 აჯობა.
ეს სამბისტების მესამე ოქროს მედალია მიმდინარე ევროპულ თამაშებზე, ხოლო საქართველოს დელეგაციისთვის ჯამში - მეოთხე. მთლიანობაში საქართველოს ნაკრებს ამ დროისთვის 15 მედალი აქვს მოპოვებული (4 ოქრო, 3 ვერცხლი და 8 ბრინჯაო).
აქედან 10 მედალი სამბისტების აქტივშია (3 ოქრო, 3 ვერცხლი და 4 ბრინჯაო), ხოლო ხუთიც ძიუდოსტების (1 ოქრო, 4 ბრინჯაო).
აქვე გეტყვით, რომ დღეს ბრინჯაოს მედლები სამბისტებმა გივი ნადარეიშვილმა, გენადი ჩირგაძემ, პაატა ღვინიაშვილმა და ძიუდოისტმა ლუკა მაისურაძემ მოიპოვეს. დღეს, სამბისტებს კიდევ ერთი მედალი აქვთ გარანტირებული, რადგან სულ მალე ფინალში ბექა ბერძენიშვილი იჭიდავებს, რომელიც ბელარუსს მეტოქეს დაუპირისპირდება.