სხვა

15:07 | 23.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ევროპულ თამაშებში ქართველი მოკრივეები და მშვილდოსნებიც ჩაებნენ

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე მეორე ევროპულ თამაშებში ქართველი მოკრივეები და მშვილდოსნებიც ჩაებნენ.

მოკრივეებიდან 1/16-ფინალური ბარიერი გადალახა არტუშ გომციანმა, რომელმაც უმსუბუქეს წონაში (56 კგ) პოლონელი იაროსლავ ივანოვი დაამარცხა და მერვედფინალში რუსეთის წარმომადგენელ ბახტოვარ ნაზიროვს შეხვდება.

გიორგი ხარაბაძემ (75 კგ) 1/32-ფინალურ შეხვედრაში სერბ მილოსლავ სავიჩს მოუგო და 1/16-ფინალში აზერბაიჯანელ კამრან შახსუვარლის დაუპირისპირდება.

ნიკოლოზ ბეგაძემ (91 კგ) 1/16-ფინალში ლუქსემბურგელ მიშელ ერპელდინგს მოუგო და მერვედფინალში უკრაინელ რამაზან მუსლიმოვს შეხვდება.

1/16 ფინალური დაპირისპირებაში უნგრელი იშტვან ნაგი დაამარცხა მიხეილ ბახტიძემ (+91) და შემდეგ ეტაპზე ირლანდიელ დინ გარდინერთან უწევს ბრძოლა.

საწყისი ეტაპები გადალახეს მშვილდოსნებმაც. ჯაბა მოსეშვილი ერთეულებში 1/32 ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე იქნება ხორვატი მატია მიჰალიჩი.

ასევე 1/32 ფინალში გავიდა ციკო ფუტკარაძე, რომელსაც პოლონელ სილვია ზაიზანსკისთან მოუწევს ურთიერთობის გარკვევა.

შერეულ წყვილებში მოსეშვილი/ფუტკარაძის წყვილმა 1/16 ფინალში პოლონეთი 5:1 დაამარცხა, მაგრამ მერვედფინალში ჰოლანდიასთან 4:5 დამარცხდა.

0.1343