კატალონიის „ბარსელონას“ ნეიმარის დაბრუნება უნდა. აღნიშნულ ინფორმაციას ბრაზილიური გამოცემა Esporte იტყობინება. „ბლაუგრანამ“ ბრაზილიელ თავდამსხმელს გარკვეული პირობები წაუყენა, რომლის შესრულების შემდგომ კონტრაქტს გაუფორმებს.
პირობების თანახმად ნეიმარი უნდა დათანხმდეს ხელფასის დაკლებას, ასევე უნდა გამოიწვიოს ესპანური კლუბის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი, რომელიც ფინანსურ საკითხებში უთანხმოებას ეხება და საჯაროდ დააფიქსიროს „პარი სენ ჟერმენიდან“ „ბარსელონაში“ გადასვლის სურვილი.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი „ბარსელონადან“ პსჟ-ში 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ფრანგული კლუბის შემადგენლობაში მან 58 მატჩი ჩაატარა და 51 გოლის გატანა მოახერხა.