ფეხბურთი

10:06 | 22.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

6 გოლი 14 წუთში - რუმინელებმა ევროპა აალაპარაკეს (+VIDEO)

ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატზე მეორე ტური დასრულდა. ამჯერად საქმე C ჯგუფზე მიდგა, სადაც ბევრისთვის მოულოდნელად ლიდერი რუმინეთის ნაკრებია. ეს იმის ფონზე,რ ომ ამავე ჯგუფში საფრანგეთი და ინგლისი არიან.

რუმინელებმა პირველ ტურში ხორვატია გაანადგურეს და ამჯერად ინგლისიც არ დაინდეს - 4:2. ნიშნადობლივია, რომ ექვსივე გოლი 16-წუთიან ინტერვალში გავიდა, რადგან 76-ე წუთამდე ანგარიში გახსნილი არ იყო.

რუმინეთი ორჯერ იგებდა, მაგრამ ორჯერვე ინგლისელებმა გაათანაბრეს. თუმცა, 89-ე და 90-ე წუთებზე ვლახებმა სასურველ შედეგს მაინც მიაღწიეს და 6 ქულით ჯგუფის სათავეში არიან. საერთოდ, ორივე თამაშში რუმინეთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა საოცარი ფეხბურთი აჩვენა და ჯამში 8 გოლიც გაიტანა. აი, ინგლისი კი, რომელიც ტურნირის ფავორიტთა შორის მოაზრებოდა, უკვე ბარგს ალაგებს - 0 ქულა აქვს და ჯგუფიდან გასვლის შანსიც დაკარგა.

იგივე ითქმის ხორვატიაზე, რომელმაც ორივე თამაში წააგო. ამჯერად საფრანგეთთან, რომელსაც მუსა დემბელეს კინკილა გოლი მოსაგებად ეყო. ბოლო ტურში რუმინეთი საფრანგეთს ხვდება და გამარჯვებული პირველ ადგილზე გავა. სხვათა შორის, ფრე ის შედეგი იქნება, რომელიც ნახევარფინალში ორივე გუნდს გაიყვანს...

ინგლისი - რუმინეთი 2:4 (0:0)

გოლები: 0:1 პუშკაში (76, პენ), 1:1 გრეი (79), 1:1 ჰაჯი (85), 2:2 აბრაჰამი (87), 2:3 კომანი (89), 2:4 კომანი (90)

საფრანგეთი - ხორვატია 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 დემბელე (8)

0.136307