ფეხბურთი

23:23 | 21.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფეხბურთის ფედერაციის ვიზიტი გურიაში

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, კახა ჭუმბურიძე სამუშაო ვიზიტით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, გვიმბალაურის ადმინისტრაციულ ერთეულში, მიმდინარე საფეხბურთო აკადემიის მშენებლობას ესტუმრა. სფფ-ის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან ერთად მიმდინარე სამუშოები, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა დაათვალიერა.

საფეხბურთო აკადემია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში ყოფილი კოლეჯის ტერიტორიაზე შენდება. 70 ადამიანზე გათვლილ ადმინსიტრაციულ შენობასთან ერთად სპორტული კომპლექსის ტერიტორიაზე უმაღლესი ხარისხის ხელოვნურ საფარიანი მოედანი მოეწყობა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, გვიმბალაურის ადმინისტრაციულ ერთეულში საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო და მისი დასრულება 2019 წლის შემოდგომაზე იგეგმება. აკადემია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით იფუნქციონირებს.

www.gff.ge

0.115429