სხვა

14:50 | 21.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

დღეს, ევროპულ თამაშებში ქართველი მოკრივეები ჩაებმებიან

მეორე ევროპული თამაშების შეჯიბრების პირველ დღეს საქართველოს კრივის ეროვნული ნაკრების წევრები იასპარეზებენ.

ჩვენმა მოკრივეებმა აქტიური ვარჯიშები ჩაატარეს და დღეს ნაკრების 4 სპორტსმენი იბრძოლებს გამარჯვებისთვის. არტუშ გომციანი (56 კგ.) პოლონეთის წარმომადგენელთან გამართავს ორთაბრძოლას, გიორგი ხარაბაძე (75 კგ.) - სერბ მოკრივესთან, ნიკოლოზ ბეგაძე (91 კგ.) ლუქსემბურგელს დაუპირისპირდება, მიხეილ ბახტიძე (+91) კი - უნგრელ მოკრივეს.
კრივის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა მეორე ევროპულ თამაშებზე:
1. სახილ ალახვერდოვი (49 კგ.)
2. ნოდარ დარბაიძე (52 კგ.)
3. არტიუშ გომციანი (56 კგ.)
4. ოთარ ერანოსიანი (60 კგ.)
5. ლაშა გურული (64 კგ.)
6. ესკერხან მადიევი (69 კგ.)
7. გიორგი ხარაბაძე (75 კგ.)
8. გიორგი მანჯავიძე (81 კგ.)
9. ნიკოლოზ ბეგაძე (91 კგ.)
10. მიხეილ ბახტიძე (+91 კგ.)
მთავარი მწვრთნელი: ბეჟან ჭიჭინავა.
მწვრთნელები: თემურ ოჩიგავა, ილია ტლაშაძე.
მეორე ევროპული თამაშების პირდაპირ რეპორტაჟებს იხილავთ საქართველოს პირველი და მეორე არხების ეთერში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119729