ტურინის „იუვენტუსი“ ძალიან ახლოსაა ადრიენ რაბიოს ტრანსფერთან. იტალიური მედიის ცნობით, ფრანგი ფეხბურთელი „ბებერ ქალბატონს“ უკვე შეუთანხმდა და ინფორმაცია შესაძლოა უახლოეს უიქ-ენდზე ოფიციალირად დადასტურდეს.
„იუვემ“ რაბიო სეზონში 7 მილიონი ევრო და ბონუსები შესთავაზა, რაზეც ფრანგისგან თანხობა მიიღო.
აღსანიშნავია, რომ რაბიოს პსჟ-სთან კონტრაქტი მიმდინარე თვის ბოლოს ეწურება და სასურველ გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადასვლა შეუძლია.