ვლადიმერ დვალიშვილი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია და მას 21-ნომრიანი მაისური გადაეცა. 33 წლის ფორვარდმა აჭარულ კლუბთან წელიწადნახევრიან კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა.
საინტერესოა, რომ ვლადიმერ დვალიშვილი ბათუმის "დინამოს" ღირსებას 2005-2006 წლებში, საფეხბურთო კარიერის დასაწყისში იცავდა.
სხვადასხვა პერიოდში მას, "სკონტოში" (ლატვია), "ლეგიაში" (პოლონეთი), "ოდენსეში" (დანია), ჰაიფას "მაკაბიში" (ისრაელი) და თბილისის "დინამოში" უთამაშია, ბოლოს კი ს.კ. "საბურთალოს" ღირსებას იცავდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისური ლადომ 34 ჯერ მოირგო.