ფეხბურთი

15:40 | 20.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბელარუსს მარხელი გაწვრთნის

ბელარუსის ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელად 52 წლის მიხაილ მარხელი დაინიშნა - გვამცნობს ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი. ფეხბურთელობისას, მარხელს საბჭოთა კავშირის დაბალი ლიგების ბელარუსულ გუნდებში უთამაშია. თუმცა ერთ ხანს მინსკის „დინამოშიც“ ასპარეზობდა. კარიერა საზღვარგარეთ დაამთავრა რუსულ, უნგრულ და იუგოსლავიურ კლუბებში.

სამწვრთნელო საქმიანობა მარხელმა 1997 წელს დაიწყო და ძირითადად ბელარუსის ასაკობრივ ნაკრებებში მუშაობდა. 17 და 19 წლამდე ნაკრებები ოთხჯერ გაიყვანა ელიტ რაუნდში. 2011-ში, კი იმ 21 წლამდელთა გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

უეფას პრო ლიცენზიის მფლობელია და ბოლო დრომდე ქვეყნის ახალგაზდული ნაკრების მწვრთნელი გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის მარტში, ერთა ლიგის ნახევარფინალში, საქართველოს ნაკრების მეტოქე, სწორედ ბელარუსის ეროვნული გუნდი იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.1174