ფეხბურთი

11:51 | 20.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკი: „ბაიერნის“ გერმანელი ფეხბურთელები მოუთმენლად ელიან სანეს ტრანსფერს“

მიუნხენის „ბაიერნის“ პოლონელი თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი, ჟურნალისტებს „მანჩესტერ სიტის“ გარემარბის, ლეროი სანეს ბავარიულ კლუბში შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით ესაუბრა.

„გუნდის გერმანელი ფეხბურთელები მოუთმენლად ელიან სანეს ტრანსფერს. მაგრამ, უნდა დავიცადოთ და ვნახოთ, რა მოხდება.

რიბერი და რობენი „ბაიერნის“ ლეგენდები არიან. სამწუხაროა, რომ კლუბს ტოვებენ. მაგრამ „ბაიერნი“ შეძლებს მათი შემცვლელების მოძებნას. მჯერა, რომ ახალი გარემარბიც ისეთივე კარგი იქნება, როგორებიც მისი წინამორბედები იყვნენ.

რათა წარმატებით ჩავატაროთ მომავალი სეზონი და დორტმუნდის „ბორუსიას“ ვაჯობოთ, სატრანსფერო ბაზარზე დიდი აქტიურობაა საჭირო.“ - ციტირებს პოლონელის სიტყვებს Goal.

0.115581