ბრაზილიაში მიმდინარე კოპა ამერიკის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, არგენტინის ნაკრები პარაგვაის ეროვნულ გუნდს დაუზავდა - 1:1. შეხვედრა ბელუ ორიზონტიში, „მინეირაო - გუბერნატორ მაგალიანს პინტუს“ სტადიონზე ჩატარდა.
ანგარიში პარაგვაელებმა 37-ე წუთზე გახსნეს. გოლი რიჩარდ სანჩესმა გაიტანა მიგელ ალმირონის პასით. 58-ე წუთზე ლიონელ მესიმ პენალტით გაათანაბრა ანგარიში და დიეგო სიმეონეს რეკორდი გაიმეორა, რომელსაც ოთხ კოპა ამერიკაზე გაეტანა.
11 წუთში უკვე არგენტინელთა კარში დაინიშნა თერთმეტმეტრიანი, თუმცა დერლის გონსალესმა ცუდად დაარტყა. ფრანკო არმანიმ აუღო.
ასე რომ, ორი ტურის შემდეგ არგენტინელებმა მხოლოდ ერთი ქულა მოაგროვეს და B ჯგუფში ბოლო ადგილზე არიან. ლიდერი კი კოლუმბიაა 6 ქულით. პარაგვაის 2 ქულა აქვს, ყატარს ერთი, თუმცა არგენტინელებს ბურთების უკეთესი სხვაობით უსწრებს.
არგენტინელებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს: არმანი, ტალიაფიკო, ოტამენდი, პეცელია, კასკო, პარედესი, ლო ჩელსო, დე პაული (მატიას სუარესი 87), პერეირა (აგუერო 46), მარტინესი (დი მარია 67), მესი.