სხვა

14:00 | 18.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ჩემპიონატის პირველი დღის შედეგები
ევროპის ფარიკაობის კონფედერაციის კონგრესზე თბილისს მადრიდი ამჯობინეს

გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა ფარიკაობაში. საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ქართველმა სპორტსმენებმა ჯგუფური ეტაპი დასძლიეს, თუმცა, პლეი-ოფში წარმატებას ვეღარ მიაღწიეს.

დიუსელდორფი, გერმანია. ევროპის ჩემპიონატი. I დღე

რაპირა, კაცები

T64 - ლაშა გალუაშვილი - ტამაშ მესაროში (უნგრეთი, 21 წლის, FIE-ს რეიტინგი N129) 15:8
T32 - 14:30 ლაშა გალუაშვილი - ალექსანდერ ჩუპენიტჩი (ჩეხეთი. 25 წლის, FIE-ს რეიტინგი N19. ევროპის 2018 წლის ბრინჯაოს პრიზიორი) 14:15

T64 - 13:30 ლუკა ღაღანიძე - ანდრეი პოგრებნიაკი (უკრაინა, 31 წლის, FIE-ს რეიტინგი N54) 13:15

ხმალი, ქალები
T64 ლიკა ჯიჯეიშვილი - მარტა პუდა (პოლონეთი, 28 წლის, FIE-ს რეიტინგი N26, ევროპის 2018 წლის ბრინჯაოს პრიზიორი) 9:15
T64 თეოდორა კახიანი - სილვია მატუშაკი (პოლონეთი, 21 წლის, FIE-ს რეიტინგი N174) 14:15
T64 დარია ანტონოვა - ალიონა ვორონინა (უკრაინა, 29 წლის, FIE რეიტინგი N128, ევროპის 2015 წლის ბრინჯაოს პრიზიორი) 10:15

გუშინვე ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს, დიუსელდორფში ევროპის ფარიკაობის კონფედერაციის (EFC ) კონგრესი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მერაბ ბაზაძემ და გენერალურმა მდივანმა ნინო ჯერენაშვილმაც მიიღეს.

დელეგატებმა 15 სხვადასხვა საკითხზე იმსჯელეს, საქართველოს დელეგაციისათვის მნიშვნელოვანი კი, მომავალი ოლიმპიური თამაშების ევროპის ზონის საკვალიფიკაციო ტურნირის ჩატარების საკითხი გახლდათ. შეჯიბრის მასპინძლობაზე რამდენიმე ევროპულ ქალაქთან ერთად თბილისიც აცხადებდა პრეტენზიას.

დამსწრე დელეგატებმა საქართველოს ფედერაციის გენერალური მდივნის ნინო ჯერენაშვილის მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციას მაღალი შეფასება მისცეს, თუმცა, საბოლოოდ, საერთო ხმების მცირე უპირატესობით ტურნირის ჩატარების უფლება ესპანეთის დედაქალაქ მადრიდს მიენიჭა.

თეგებიფარიკაობა
0.115148