კატალონიის „ბარსელონას“ პრეზიდენტმა ხოსეპ ბართომეუმ ანტუან გრიზმანის „კამპ ნოუზე“ გადასვლის ინფორმაცია არ დაადასტურა. „ბლაუგრანას“ მმართველის განაცხადებით, „ატლეტიკოსთან“ ფრანგის ტრანსფერზე დიალოგი არ ყოფილა.
„ყოველთვის ვამბობდი, რომ ამ საკითხზე არ გვისაუბრია, არაფერი ხდება. ვნახოთ, როგორ განვითარდება სატრანსფერო ბაზარი ამ დღეებში და ამ კვირებში“, - თქვა ბართომეუმ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ „ატლეტიკოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ჟილ მარინმა საჯაროდ განაცხადა, რომ გრიზმანის „ბარსელონაში“ გადასვლის საკითხი ჯერ კიდევ მარტში გადაწყდა. თუმცა, „ბლაუგრანას“ პრეზიდენტი საპირისპიროს ამტკიცებს.
ვნახოთ ვინ აღმოჩნდება მართალი და ვინ - არა. ფაქტია, ანტუან გრიზმანი დამდეგ სეზონში „ატლეტიკოში“ აღარ ითამაშებს.