ნეიმარმა შესაძლოა „პარი სენ ჟერმენი“ დატოვოს. L’Equipe-ს ინფორმაციით, პარიზული გუნდის ხელმძღვანელობა მზადაა ბრაზილიელი გაყიდოს თუ სასურველ წინადადებას მიიღებს.
რა თანხას ითხოვს პსჟ ნეიმარის სანაცვლოდ უცნობია, მაგრამ ორი წლის წინ „ბარსელონას“ მის სანაცვლოდ 222 მილიონი ევრო გადაუხადადა დიდი ალბათობით, ამაზე დაბალ ფასში არ შეელევა.
საინტერესოა, რომ პარიზელთა პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფის სიტყვები - მისი თქმით, ვისაც პსჟ-ში თამაში არ უნდა, ყველასთვის კარი ღიაა და წასვლა შეუძლიათ.
ნეიმარს ყველაზე აქტიურად „ბარსელონას“ უკავშირებენ, სადაც 2013-2017 წლებში უკვე თამაშობდა.