დღეს, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში სტარტს აიღებს ევროპის ჩემპიონატი ფარიკაობაში. პირველი ბილიკზე რაპირით მოფარიკავეები გავლენ. 78 მონაწილეს შორის 2 ქართველია: ლუკა ღაღანიძე და ლაშა გალუაშვილი. ჯგუფურ ეტაპი, საქართველოს დროით 11:00 დაიწყება.
წარმოგიდგენთ ქართველი მოფარიკავეების მეტოქეებს:
ლუკა ღაღანიძე - ტიმურ საფინი (რუსეთი. 26 წლის, FIE-ს რეიტინგი N13. ევროპის 2016 წლის ჩემპიონი), მაქსიმ პოტიე (საფრანგეთი. 25 წლის, FIE-ს რეიტინგი N32), პეტარ ფილესი (ხორვატია. 21 წლის, FIE-ს რეიტინგი N83), ბენჯამინ ბოდო (რუმინეთი. 21 წლის, FIE-ს რეიტინგი N236), რობერტ მური (პორტუგალია. 26 წლის, FIE-ს რეიტინგი N316).
ლაშა გალუაშვილი - ალექსანდერ ჩუპენიტჩი (ჩეხეთი. 25 წლის, FIE-ს რეიტინგი N19. ევროპის 2018 წლის ბრინჯაოს პრიზიორი), ჯეიმს-ენდრიუ დევისი (დიდი ბრიტანეთი. 27 წლის, FIE-ს რეიტინგი N29.ევროპის 2014 წლის ევროპის ჩემპიონი), სედრიკ სერი (სლოვაკეთი. 28 წლის, FIE-ს რეიტინგი N95), მაორ ჰატოელი (ისრაელი. 33 წლის, FIE-ს რეიტინგი N120), ელიშა იუნო (ჰოლანდია. 21 წლის, FIE-ს რეიტინგი N272).
15:00-დან ასპარეზობაში ხმლით მოასპარეზე ქალები ჩაებმებიან. 63 საუკეთესო ევროპელ მოფარიკავეს შორის, საქართველოს ნაკრების 3 წევრია: თეოდორა კახიანი, ლიკა ჯიჯეიშვილი და დარია ანტონოვა.
დარია ანტონოვა - სოფია პოზდნიაკოვა (რუსეთი. 22 წლის, FIE-ს რეიტინგი N2. მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონი), ლუსია მარტინ-პორტუგეზი (ესპანეთი. 28 წლის, FIE-ს რეიტინგი N27), ანა ლიმბახი (გერმანია. 29 წლის, FIE-ს რეიტინგი N42), ოლგა ჰრამოვა (ბულგარეთი. 29 წლის, FIE-ს რეიტინგი N125), იულია მიკულიკი (უნგრეთი. 29 წლის, FIE-ს რეიტინგი N132), კლარა ჰანზლიკოვა (ჩეხეთი. 30 წლის, FIE-ს რეიტინგი N356),
ლიკა ჯიჯეიშვილი - ოლგა ხარლანი (უკრაინა. 29 წლის, FIE-ს რეიტინგი N4. მსოფლიოს სამგზის 2013,14,17 და ევროპის ხუთგზის 2009,11,12,13,14 ჩემპიონი), შარლოტ ლემბახი (საფრანგეთი. 31 წლის, FIE-ს რეიტინგი N23), ლაია ვილია (ესპანეთი. 29 წლის, FIE-ს რეიტინგი N46), ანა-სოფი კინდლერი (გერმანია. 23 წლის, FIE-ს რეიტინგი N138), კეიტ დაიკინი (დიდი ბრიტანეთი. 22 წლის, FIE-ს რეიტინგიN253), მარია მატეი (რუმინეთი. 17 წლის, FIE-ს რეიტინგი N-),
თეოდორა კახიანი - ლიზა პუსტაი (უნგრეთი. 18 წლის, FIE-ს რეიტინგი N9. ევროპის 2017 წლის ბრინჯაოს პრიზიორი), კეროლინ ქეროლი (საფრანგეთი. 20 წლის, FIE-ს რეიტინგი N22), ანჟელიკა ვატორი (პოლონეთი. 25 წლის, FIE-ს რეიტინგი. N49), დენიზ სელინ უნლუდაგი (თურქეთი. 18 წლის, FIE-ს რეიტინგი N146), ანდრეა ლუპუ (რუმინეთი. 20 წლის, FIE-ს რეიტინგი N244), ნატალია ბუგაევსკი (მოლდოვა. 19 წლის, FIE-ს რეიტინგი N-)
საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური