კოლუმბიის ნაკრებმა არგენტინას ბოლო რვა წელიწადში პირველი გოლი გაუტანა და შესაბამისად პირველად დაამარცხა. წარუმატებელი სერია 2011 წლის 16 ნოემბრიდან იწყებოდა და მაშინ კოლუმბიელები „ალბისელესტესთან“ 1:2 დამარცხდნენ, გოლი კი დორლან პაბონმა გაიტანა.
მას შემდეგ ეს გუნდები ხუთჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და კოლუმბია მოედანს ყოველთვის უგოლოდ ტოვებდა. უსიამოვნო სერია გუშინ როხერ მარტინესმა შეწყვიტა, რომელმაც ეფექტური გოლი გაიტანა, ხოლო შემდეგ თავი დუვან ძაპატამაც გამოიჩინა.
საინტერესოა, რომ კოლუმბიამ არგენტინა 2007 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა. ასევე 2007 წლის შემდეგ არგენტინის ნაკრებმა კოპა ამერიკის გათამაშებაში პირველი შეხვედრა წააგო (პენალტების სერიის გარეშე).