ჩოგბურთი

11:19 | 16.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი ჰალეს ტურნირზე იასპარეზებს

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი და მსოფლიოს მე-17 ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰალეს ღია ტუნრირზე იასპარეზებს. 27 წლის ჩოგბურთელის მოწინააღმდეგე პირველ წრეში იტალიელი მატეო ბერეტინი იქნება, რომელიც შტუტგარტის ტურნირის ფინალშია და დღეს ფელიქს ოჟე-ალიასიმეს შეხვდება.

ბალახის საფარზე ბასილაშვილმა ასპარეზობა წაგებით დაიწყო. 12 ივნისს შტუტგარტის ტუნირზე ნიკოლოზი მარტონ ფუჩოვიჩს დაუპირისპირდა და 7:6, 2:6, 5:7 დამარცხდა. ბერეტინმა კი ამავე ტურნირზე ოთხი მატჩი მოიგო და დღეს ATP-ის მესამე ტურნირის მოგებას შეეცდება.

ურთიერთშეხვედრებში ბასილაშვილი იტალიელს 2:1 უგებს. ქართველმა ბერეტინი 2014 წელს ანდრიას ჩელენჯერზე დაამარცხა, შემდეგ კი გასულ წელს - მარაკეშში. მატეომ ერთი შეხვედრა 2018 წლის აგვისტოში უინსტონ-სალემის ტურნირზე მოიგო.

ჰალეს ტურნირის პირველი ნომერი როჯერ ფედერერი იქნება, რომელიც გასულ წელს ბორნა ჩორიჩთან ფინალში დამარცხდა. თავად ხორვატი კი მეოთხე ნომრადაა განთესილი. ტურნირის საპრიზო ფონდი 2,219,150 ევროა.

0.118059