ფეხბურთი

20:45 | 14.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ვესტ ჰემის" რიგით მეორე სარეკორდო ტრანსფერი

ესპანური „ვილიარეალის“ ნახევარმცველი პაბლო ფორნალსი კარიერას ლონდონის „ვესტ ჰემში“ გააგრძელებს. როგორც „ჩაქუჩების“ ვებგვერდი იტყობინება, ესპანელმა ფეხბურთელმა 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

„ვესტ ჰემმა“ „ვილიარეალს“ 28 მილიონი ევრო გადაუხადა და ფორნალსი კლუბის ისტორიაში რიგით მეორე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა ფელიპე ანდერსონის შემდეგ, რომელიც ლონდონელებმა შარშან „ლაციოდან“ 38 მილიონ ევროდ შეიძინეს.

პაბლო ფორნალსმა „ვილიარეალში“ 96 მატჩში 9 გოლი გაიტანა, ხოლო იქამდე „მალაგას“ მაისურით ჩატარებულ 63 თამაშში თავი 7-ჯერ გამოიჩინა. ესპანეთის ნაკრებში შემტევ ნახევარმცველს ორჯერ უთამაშია.

0.109545