„ლოს ანჯელეს გალაქსის“ შვედი თავდამსხმელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ამერიკულ-კანადური ლიგის (Major League Soccer), სეზონის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდა - ვკითხულობთ MLS-ის ფეხბურთელთა ასოციაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
წყაროს ცნობით, წლეულს იბრაჰიმოვიჩი 7,2 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. ამისდაკვალად, 37 წლის შვედი, იტალიელი სებასტიან ჯოვინკოს რეკორდს დაამხობს, რომელმაც 2017 და 2018 წლებში, „ტორონტოში“ თამაშისას, გასამრჯელოდ 7,1 მილიონი მიიღო.
ელიტარულ სიაში მეორე ადგილი მექსიკელმა შემტევმა, ჯოვანი დოს სანტოსმა დაიკავა 6,5 მილიონით. მესამე - „ტორონტოს“ ამერიკელმა ნახევარმცველმა, მაიკლ ბრედლიმ - 6,43 მილიონით.
იბრაჰიმოვიჩი ლოს ანჯელსესში შარშან, წლის დასაწყისში გადაბარგდა.