„რეალის“ ახალწვეულმა, ლუკა იოვიჩმა, მადრიდის ერთ-ერთ კლინიკაში წარმარებით გაიარა სამედიცინო შემოწმება და წარდგენისთვის მზადაა - წერს „სამეფო კლუბის“ ოფიციალური ვებ-გვერდი.
ცოტა ხანში „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 21 წლის სერბს ოფიციალურად წარადგენენ.
მისი „აინტრახტიდან“ „რეალში“ გადასვლის შესახებ, 4 ივნისს გახდა ცნობილი. მას კონტრაქტი 2025 წლამდე გაუფორმეს. სატრანსფერო თანხა არ სახელდება, თუმცა მედიაში გაჟონა ინფორმაციამ, რომ „რეალმა“ „აინტრახტს“ დაახლოებით 65-70 მილიონი ევრო გადაუხადა.